კითხვარი აქსელერატორის სატერფულის მექანიზმის შესახებ

შეკითხვა 1: რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

პასუხი 1: არსებობს ალბათობა იმისა, რომ აქსელერატორის სატერფულის მექანიზმი (ე.წ. "გაზის პედალი") ძალიან იშვიათ შემთხვევაში იჭედება ნაწილობრივი ზეწოლის დროს ან ნელა ბრუნდება უქმე სვლის პოზიციაში.

შეკითხვა 2: რა არის გამომწვევი მიზეზი?

პასუხი 2: ზოგიერთი აქსელერატორის სატერფულის მექანიზმი შეიძლება გაიცვითოს. ამ ცვეთის, გარემო პირობებისა და მართვის გარკვეული პირობების შედეგად, ხახუნის დონე მკვეთრად იზრდება და პერიოდულად იწვევს აქსელერატორის სატერფულზე ზეწოლის წინაღობის გაზრდას, ნელა ბრუნდება საწყის პოზიციაში, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში იჭედება და ტოვებს დროსელის ფარს ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში.

შეკითხვა 3: არსებობს თუ არა რაიმე წინასწარი ნიშანი, რომლითაც ვლინდება ეს დაზიანება?

პასუხი 3: რიგ შემთხვევებში, მძღოლმა შეიძლება იგრძნოს, რომ აქსელერატორის სატერფულზე ზეწოლა ძნელდება ან სატერფული ნელა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში. ასევე შესაძლოა, მძღოლმა იგრძნოს მკვეთრი ვიბრაცია სატერფულზე ზეწოლისას ან სატერფულიდან ფეხის აშვებიდას.

შეკითხვა 4: რამდენად რეალურია იმის ალბათობა, რომ ჩემი ავტომობილიც აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში.

შეკითხვა 4: ალბათობა არის მცირე და არ ვლინდება მოულოდნელად. ეს სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როდესაც აქსელერატორის სატერფულის მექანიზმი ცვდება, სატერფულზე ზეწოლა ხდება გაძნელებული, ნელა ბრუნდება საწყის პოზიციაში ან ყველაზე უარეს შემთხვევაში იჭედება და დროსელის ფარს ტოვებს ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში.

შეკითხვა 5: რომელი ავტომობილები ექვემდებარება გამოწვევას ჩვენს ბაზარზე?

პასუხი 5: რამდენიმე ათეული შემდეგი მოდელებიდან:

COROLLA (ოქტომბერი 2006 - დეკემბერი 2009)

RAV4 (ნოემბერი 2005 - ნოემბერი 2009)

შეკითხვა 6: ეხება თუ არა გამოწვევა ლექსუსის ან ტოიოტას სხვა მოდელებს?

პასუხი 6: ჩვენს ბაზარზე გამოწვევას ექვემდებარება მხოლოდ რამოდენიმე ათეული ზემოაღნიშულ პერიოდებში გამოშვებული Corolla და Rav4.

შეკითხვა 7: რამდენი ასეთი შემთხვევის შეტყობინება მიიღო ტოიოტამ ევროპის მასშტაბით?

პასუხი 7: ევროპაში მიღებული იქნა 26 ასეთი შეტყობინება.

შეკითხვა 8: დაფიქსირებულა თუ არა საგზაო შემთხვევა გამოწვეული აქსელერატორის სატერფულის გაუმართაობით?

პასუხი 8: ევროპასა და დსთ-ს ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა (მხოლოდ აშშ-ში)

შეკითხვა 9: აღმოჩენისთანავე დაიწყო თუ არა აქსელერატორის სატერფულის დეფექტის აღმოფხვრა ქარხნული წარმოების დონეზე?

პასუხი 9: დიახ, გაუმჯობესებული სატერფულის დამონტაჟება 2009 წლის აგვისტოდან დაიწყო.

შეკითხვა 10: აშშ-ში მოხდა წარმოების გაჩერება იმ ქარხნებში, სადაც აწარმოებდნენ ქარხნული წუნის მქონე აქსელერატორის სატერფულს. განხორციელდა თუ არა იგივე იაპონიაში?

პასუხი 10: 2009 წლის აგვისტოდან მოხდა ამ პრობლემების აღმოფხვრა ქარხნულ დონეზე მოდელების მიხედვით. ამჟამინდელი წარმოება ხდება მხოლოდ გაუმჯობესებული ნაწილებით. ამასთან "ტოიოტა ცენტრ თბილისს" საქართველოს ბაზარზე შემოჰყავს მხოლოდ იაპონიის ქარხნებში გამოშვებული ავტომანქანები.

შეკითხვა 11: ავტომობილი ვიყიდე არაოფიციალურ დილერთან. ამ შემთხვევაში როგორ გავიგო ექვემდებარება თუ არა ჩემი მანქანა გამოწვევას?

პასუხი 11: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ავტომობილის შასის ნომერი. ტოიოტა მოტორ კორპორაციის ერთიან მონაცემთა ბაზაში გადამოწმების შემდეგ ჩვენ შეგატყობინებთ ექვემდებარება თუ არა თქვენი ავტომობილი გამოწვევას.

შეკითხვა 12: შეაჩერებთ თუ არა ავტომობილების მიწოდებას ევროპის ბაზარზე?

პასუხი 12: ჩვენ ჩავატარებთ ყველა საჭირო შემოწმებას, რათა კლიენტებმა არ მიიღონ მსგავსი პრობლემის მწონე ავტომობილები მომავალში.

შეკითხვა 13: როგორ უნდა გავიგო ჩემი ავტომობილი ექვემდებარება თუ არა გამოწვევას?

პასუხი 13: ასეთი შემთხვევა არის უაღრესად იშვიათი, მაგრამ თუ თქვენი ავტომობილი მაინც მოხვდება გამოსაწვევ ავტომობილთა სიაში, თქვენ თავად დაგიკავშირდებათ ტოიოტას ოფიციალური

შეკითხვა 14: როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ავტომობილის აქსელერატორის სატერფული მექანიკურად იჭედება ნაწილობრივი ზეწოლის დროს ან ნელა ბრუნდება უქმე სვლის პოზიციაში?

პასუხი 14: გთხოვთ მიმართოთ ტოიოტა ცენტრი თბილისს დახმარებისთვის ტელეფონზე: 52 20 22; 53 19 63; 54 01 02; 54 01 03

შეკითხვა 15: როგორ მოვიქცეთ, თუ აქსელერატორის სატერფული მოულოდნელად გაიჭედება ავტომობილის მართვისას?

პასუხი 15: ავტომობილის დამორჩილება შესაძლებელია მუხრუჭის სატერფულზე მყარი და თანმიმდევრული ზემოწმედებით. მუხრუჭის სატერფულზე არ უნდა მოხდეს წყვეტილი, მრავალჯერადი ზეწოლა, რადგან ეს გამოიწვევს ვაკუუმური გამაძლიერებლის დახმარების შემცირებას. შესაბამისად, მოითხოვება მუხრუჭის სატერფულზე ხანგრძლივი და სტაბილური ზეწოლა. მსგავსი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი დროულად გააჩერეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილზე, გამორთეთ ძრავა და და უკავშირდით ტოიოტა ცენტრ თბილისს შემდგომი დახმარებისათვის.

შეკითხვა 16: ვინ გაწვდით როგორც დაზიანებულ, ასევე გაუმჯობესებულ აქსელერატორის სატერფულს? არის თუ არა ეს პრობლემა მიმწოდებლის მიზეზით განპირობებული?

პასუხი 16: ტოიოტა საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ წარმოებული ავტომობილების ხარისხზე.

შეკითხვა 17: რა დრო სჭირდება სატერფულის დეფექტის აღმოფხვრას?

პასუხი 17: არაუმეტეს ნახევარი საათისა.

შეკითხვა 18: ვინ აანაზღაურებს შესაცვლელი დეტალისა და მისი გამოცვლის ხარჯებს?

პასუხი 18: ყველა ხარჯს აანაზღაურებს ტოიოტა მოტორ კორპორაცია.

 
 
 
 

 

მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.