ტოიოტა მოტორ კორპორაციის, საქართველოში ოფიციალური დილერის, ტოიოტა ცენტრი თბილისის განცხადება

შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისი" ადასტურებს აქსელერატორის სატერფულის (ე.წ. "გაზის პედალის") შესაძლო გაუმართაობით განპირობებული გამოწვევის კომპანიის დაწყებას საქართველოში. გამოწვევა ეხება ტოიოტას მარკის 2 მოდელს, კერძოდ კოროლას და რავ4-ს.

ინტენსიური ტესტირების შედეგად ინჟინრებმა შეიმუშავეს სატერფულის გაუმჯობესებული მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ჭარბი ხახუნით გამოწვეული სატერფულის გაჭედვის საშიშროებას. მომავალი კვირიდან, მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, დაიწყება  გაუმჯობესებული ნაწილების მიღება. პარალელურად მოხდება დაკავშირება იმ მომხმარებლებთან, რომელთა ავტომობილებიც ექვემდებარება გამოწვევას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა პროცესზე, რომელიც გამორიცხავს მსგავსი პრობლემის მქონე ავტომობილების გამოშვებას მომავალში.

როგორც ,,ტოიოტა მოტორ ევროპის" პრეზიდენტი, ბ-ნი ტაშიმა არაშიმა აცხადებს, ,,ტოიოტას უმთავრესი პრიციპია კლიენტის კმაყოფილება ყველა ვითარებაში".  ,,ჩვენ გვესმის, რომ არსებულა სიტუაციამ შექმნა ღელვის საბაბი ჩვენს მომხმარებლებში და გვსურს გამოვხატოთ სინანული ამის გამო. გვინდა დავარწმუნოთ ტოიოტას მფლობელები, რომ სატერფულის მყობრიდან გამოსვლა მოსალოდნელია ძალიან იშვიათ შემთხვევებში. გამოცხადებული კამპანია მიზნას ისახავს პრევენციული ზომების მიღებას და უსაფრთხოების ზომების უმაღლესი სტანდარტის გარანტირებას". არაშიმა ასევე აღნიშნავს, რომ ტოიოტას უმთავრესი პრიორიტეტია ზრუნვა მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. ,,ჩვენ გვესმის პრობლემის არსი და ვიცით მისი მოგვარების გზაც. ამჟამად, ორიენტირებული ვართ ამ საკითხის რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარებაზე. ასევე ჩატარდება ყველა აუცილებელი შემოწმება მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად".

იმ შემთხვევაში, როდესაც დროსელის ნაწილობრივ ღია პოზიციაში გრძნობთ აქსელერატორის სატერფულის შენელებულ რეაქციას ან სატერფული ნელა უბრუნდება უქმე სვლის პოზიციას, ავტომობილის დამორჩილება შესაძლებელია მუხრუჭის სატერფულზე მყარი და თანმიმდევრული ზემოქმედებით. მუხრუჭის სატერფულზე არ უნდა მოხდეს წყვეტილი, მრავალჯერადი ზეწოლა, რადგან ეს გამოიწვევს ვაკუუმური გამაძლიერებლის დახმარების შემცირებას. შესაბამისად, მოითხოვება მუხრუჭის სატერფულზე ხანგრძლივი და სტაბილური ზეწოლა. მსგავსი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი დროულად გააჩერეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილზე, გამორთეთ ძრავა და დაუკავშირდით ტოიოტას ადგილობრივ დილერს შემდგომი დახმარებისათვის.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არცერთი საავარიო შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ზემოაღნიშნული პრობლემით და სატერფულის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა, ზოგადად, არის ძალზედ დაბალი.

საქართველოს ბაზარზე გამოწვევას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული შემდეგი მოდელებიდან:

COROLLA (ოქტომბერი 2006 - დეკემბერი 2009)

RAV 4 (ნოემბერი 2005 - ნოემბერი 2009)

გამოწვევა არ ეხება ლექსუსის მარკის ავტომობილებს და არც ტოიოტას სხვა მოდელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ძალზედ მცირეა, ტოიოტა თავის კლიენტებს თავად დაუკავშირდება და მოიწვევს საკუთარ ავტორიზებულ სერვის ცენტრში დეფექტის აღმოსაფხვრელად.

როგორ შეაკეთებს ტოიოტა დაზიანებულ მანქანებს

ტოიოტა ხაზგასმით მიუთითებს, რომ აქსელერატორის სატერფულის გაჭედვის ალბათობა არის ძალზედ მცირე იმ ავტომობილებს შორის, რომელიც ექვემდებარება გამოწვევას. საკითხი უკავშირდება სატერფულის მექანიზმში არსებულ მოწყობილობას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლმა შეიგრძნოს სატერფულის სიმყარე და სტაბილურობა ხახუნის წინაღობის ძალით. მოწყობილობა შეიცავს ხუნდებს, რომელიც ეხახუნება მოსაზღვრე ზედაპირს სატერფულის ნორმალურად მუშაობის დროს. გამოყენებული მასალების, ცვეთის და გარემო პირობების გამო, ეს ზედაპირი დროთა განმავლობაში, გამართულად მუშაობის ნაცვლად შეიძლება გაიჭედოს. ზოგ შემთხვევაში, ხახუნის დონე შეიძლება გაიზარდოს იმ კრიტიკულ წერილამდე, როდესაც სატერფული ნელა ბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობაში ან ძალიან იშვიათ შემთხვევაში იჭედება და ტოვებს დროსელს ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში.

ტოიოტას გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის მარტივი და ეფექტური. ამ სიახლის გამოყენებით, სატერფულის გაჭედვის გამომწვევი ჭარბი ხახუნის პრობლემა აღმოიფხვრება. ტოიოტა სრულად ადასტურებს გაუმჯობესებული სატერფულის მექანიზმის ეფექტურობას ინტენსიური კვლევებისა და მრავალჯერადი ტესტირებების შედეგების საფუძველზე.

 
 
 
 

 

მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.