სერვისი
შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" გთავაზობთ ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების სრულ სპექტრს. რეგულარული კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის საიმედოობას და უსაფრთხოებას.
ჩვენი ცენტრი გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას
- რეგულაური ტექნიკური დათვალიერება
- ძრავის და ელექტრო-სისტემის დიაგნოსტიკა
- ელექტრო-სისტემის და ბენზინის ძრავის სისტემების შეკეთება
- გადაცემათა კოლოფის აგრეგატების შეკეთება
- ელექტროგაყვანილობის შეკეთება
- ძრავის შეკეთება
- ინჟექტორის წმენდა ულტრაბგერით
- ძარის შეკეთება, სათუნუქე სამუშაო
- სამღებრო სამუშაო
- განშლადობა
- დიზელის ძრავის აპარატურის შეკეთება
- გატაცების საწინააღმდეგო სისტემების დაყენება
- აქსესუარების დაყენება
- სენსორების დაყენება
- ევაკუატორის მომსახურება
1) რეგულარული T.O.
"ტოიოტა მოტორ კორპორაციის” მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენი ცენტრის ხელოსნები შეასრულებენ ყველა აუცილებელ სამუშაოს. ავტომობილის დროული ტექნიკური შემოწმება მისი გამართული მუშაობის აუცილებელი პირობაა.
2) ძრავის და ელექტრო სისტემების დიაგნოსტიკა
ჩვენი ცენტრი აღჭურვილია უახლესი და ტოიოტას სპეციალური დიაგნოსტიკური ტექნიკით, რითიც შესაძლებელია დროულად იქნას ნაპოვნი ბენზინზე მომუშავე ავტომანქანის ელექტრო სისტემის ყოველი ხარვეზი და გაუმართავობა.
3) გადაცემათა კოლოფის აგრეგატების შეკეთება
"ტოიოტა ცენტრი თბილისი”-ს სპეციალისტები, რომლებიც გადიან პერიოდულ სწავლებას ტოიოტას სასწავლო ცენტრებში, მზად არიან შეაკეთონ ნებისმიერი სახის გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა ტოიოტა მოტორ კორპორაციის სტანდარტებით (თუ იგი შეესაბამება შეკეთებას). ცენტრში არის ყველა აუცილებელი პირობა მექანიკური, ავტომატური გადაცემათა კოლოფის, პარკინგის სენსორის და საჭის მექანიზმის შესაკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად.
4) ელექტრომოწყობილობის შეკეთება
ელექტროსამუშაოების ჩამონათვალის სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია: გაუმართაობის მიზეზის პოვნა და აღმოფხვრა ნებისმიერი ავტომანქანის ელექტროსისტემაში, უახლესი გატაცების საწინააღმდეგო, პარკირების სისტემების და სხვა.
5) ინჟექტორის წმენდა
საქართველოში საწვავის ხარისხი არც ისე სახარბიელოა. ამიტომ, ჩვენი სპეციალისტები გირჩევენ რომ პერიოდულად წმინდოთ ინჟექტორი (30,000-40,000კმ). ეს ხდება სპეციალური დანადგარის საშუალებით. ჩვენს ცენტრში ამ ტიპის სამუშაოს ჩატარება არ ითხოვს დიდ დროს.
6) აქსესუარების დაყენება
აქ თქვენ გეძლევათ საშუალება აღჭურვოთ თქვენი ავტომანქანა ყველა სასურველი აქსესუარით.
გარანტიის პირობები და საგარანტიო მოვალეობები
საგარანტიო შეკეთება
საგარანტიო შეკეთება ნიშნავს ისეთი ტიპის შეკეთებას, რომელიც ჩატარდება საგარანტიო ვადაში და ემსახურება იმ გაუმართაობის და დეფექტის აღმოფხვრას, რომელიც შეიძლება ამ პერიოდში აღმოაჩნდეს ავტომანქანას. ეს შეიძლება იყოს ძარა, სავალი ნაწილი, ელექტროობა.
გარანტიის მოქმედების ვადა ყველა ავტომობილზე შეადგენს 3 წელს ან 100,000 კმ გარბენს, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
შენიშვნა: ავტომანქანის აკუმულატორზე ვრცელდება მხოლოდ 1 წლიანი გარანტია.
უფასო სერვისი პირველ 1,000 კმ გარბენზე
ტოიოტას ავტორიზებული ცენტრში შეძენილ ავტომობილზე თქვენ გეძლევათ პირველი უფასო სერვისი პირველ 1,000 კმ (950-დან 1050 კმ) გარბენზე უფასოდ.
პირველ უფასო სერვისში შედის:
- ზეთის და ფილტრის შეცვლა
- პედლების შემოწმება და რეგულირება
- მუხრუჭების შემოწმება და რეგულირება
- ავტომანქანის სითხეების დონის შემოწმება
- სამუხრუჭე მილების შემოწმება
- ავტომანქანის წინა და უკანა საკიდრების შემოწმება
- საბურავების შემოწმება
- ნათურების, ხმოვანი სიგნალის, კოდიციონერის შემოწმება
- ფარების შემოწმება
- მანქანის საგზაო ტესტის ჩატარება
თუ აღნიშნული ვადაში, ავტომანქანას აღენიშნება რაიმე სახის გაუმართაობა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, მიუხედავად სწორი ექსპლუატაციისა, შეკეთება ჩატარდება უფასოდ. ასევე უფასოდ გამოიცვლება საჭირო ავტონაწილები.










